მთავარისიახლეებიმსოფლიოპეტერბურგში ცეცხლი უკიდია მშენებარე სამხედრო გემს

პეტერბურგში ცეცხლი უკიდია მშენებარე სამხედრო გემს

Published on

სანკტ-პეტერბურგში ცეცხლი უკიდია  გემს, რომელიც შენდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის „ჩრდილოეთის გემთმშენში“.

 ТАСС-ის ცნობით, საუბარია პროექტ 20385-ის კორვეტ „პროვორნი“-ზე 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლმა მოიცვა მხოლოდ გემბანი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობზე, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ ცეცხლი მოედო თითქმის მთელ გემს 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ხანძარს მინიჭებული აქვს უმაღლესი სირთულის ხარისხი. ბოლო მონაცემებით, ჩაქრობაში 170-მდე ადამიანი და 40-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული.

ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ გემი ჯერ არ გადაუციათ ფლოტისთვის და, რომ მას ეკიპაჟი არ ჰყავს.

„პროვორნი“ – რუსეთის საზღვაო ძალების მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი კორვეტი, მეორეა 20385 პროექტის კორვეტების სერიიდან.

ხომალდის ფლოტისთვის გადაცემა 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. გემი უნდა შესულიყო რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის გაერთიანებული სარდლობის შემადგენლობაში კამჩატკის ბაზაზე.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...