“ნაჩქარევი გადაწყვეტილება” – აშშ-ის საელჩო ცესკოს წევრების დანიშვნის წესის ცვლილებაზე

0
285

ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცესკოს წევრების დანიშვნის წესის ცვლილებაზე, რომელიც ძირს უთხრის კონსენსუსზე შეთანხმებას – ასე აფასებს აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებას.

საელჩოში აცხადებენ, რომ ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რაც მმართელმა პარტიამ მოქალაქეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო.

“პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის”, — აცხადებენ საელჩოში.

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისთვის, პირველ რიგში, მოქალაქეები ცესკოს უნდა ენდობოდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, მათი თქმით, ამას ეწინააღმდეგება.

საელჩო მოუწოდებს პარტიებს, სამოქალაქო საზოაგდოებასა და პრეზიდენტს იმუშაონ ერთობლივად, რათა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრბეის პოზიციაზე კანიდდატი კონსენსუსის საფუძველზე შეარჩიონ.

გუშინ, 17 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხოდმაზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. უფრო ზუსტად, მარტივდება არჩევის პროცედურა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

წინა სტატია“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბა” – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაკიდევ 53 გარდაცვლილი და 2784 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური