კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე

0
226

“ეს არის ტყუილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, და ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით” – განაცხადა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების ან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.   

ამის შესახებ ჟურნალისტებმა  მას პრემიერის 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა, მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ თანამდებობას დატოვებდა ირაკლი ღარიბაშვილიც.

წინა სტატია იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ინსპექტორის გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაყვანის კადრების წაშლის შესახებ
შემდეგი სტატიაპეტერბურგში ცეცხლი უკიდია მშენებარე სამხედრო გემს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური