მთავარისიახლეებიპოლიტიკა იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ინსპექტორის გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაყვანის კადრების წაშლის შესახებ

 იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ინსპექტორის გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაყვანის კადრების წაშლის შესახებ

Published on

იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ დაევალათ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების წაშლა. მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მათ აქვთ მყარი არგუმენტები, რომლითაც სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

“გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია, ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი […] ჩენ იქ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმაზე, თუ რატომ გავასაჩივრეთ”, — განაცხადა ბრეგაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 7 დეკემბერს  დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...