“არ მივდივარ შორს…” – შესაძლოა, პრემიერმინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახდეს

0
323

მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე პრემიერმინისტრის თანამდებობას დატოვებს ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის მეთაური, შესაძლოა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “ჰერეთი”, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ ის კაბინეტიდან ჯერ არ გამოსულა, თუმცა, არც მთავრობის სხდომებში მონაწილეობს. ამ დრომდე ირაკლი ღარიბაშვილს ტიკარაძის განცხადებაზე გადადგომის შესახებ ხელიც არ აქვს მოწერილი.

ცოტა ხნის წინ, როცა მის სავარაუდო შემცვლელზე საუბრობდა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა ფრაზა: “მე არ მივდივარ შორს”. ასევე, მისი თქმით, ის დარჩება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში.

წინა სტატიაპეტერბურგში სამხედრო გემი Проворный იწვის – “მარდი” ხანძარი მთელ გემბანზე
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბა” – გია ხუხაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური