მთავარისიახლეებისაზოგადოებაწეროვანში მომხდარი  სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

წეროვანში მომხდარი  სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

Published on

 

სოფელ წეროვანში  მომხდარი  სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ირკვევა.

ერთ-ერთი ვერსიით,   კონფლიქტი და ხელჩართული ჩხუბი მეზობლებს შორის ბიზნესინტერესებს უკავშირდება. 

დაჭრილია სამი ადამიანი. მათგან ორნი ძმები არიან, გვარად მეტრეველები და ერთიც მათი მეგობარი. მათ უთანხმოება ჰქონდათ ადგილობრივ ბიზნესმენთან, გაგა მამისაშვილთან, რომელიც   ბრალდებულად განიხილება, იგი ახლა გაქცეულია და პოლიცია ამ დრომდე ეძებს

დაჭრილებს  გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდათ. მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები  მუცლისა და ფეხის არეში აქვთ მიყენებული. დაზარალებულების მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა.

დევნილთა დასახლებაში მეზობლებს შორის კონფლიქტი ერთი წლის წინ დაიწყო, რომელიც გუშინ სროლით და სისხლიანი გარჩევით დასრულდა. 

ირკვევა, რომ ძმებიც თონეს ამუშავებდნენ, რაც მამისაშვილის გაღიზიანებას იწვევდა. მეტიც, არსებული ინფორმაციით, ამის გამო მან ძმებს ავტომობილიც კი დაუმტვრია. გუშინ მომხდარს კი წინ დილით ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. 

~მ შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით .

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...