მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

Published on

სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომები ისევ ჩაიშალა, მათ შორის არის წალენჯიხაც, რომელიც ისევ საკრებულოს თავმჯდომარის გარეშეა.
სხდომის დაწყებამდე პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის” წევრებს თავმჯდომარის წევრობაზე საკუთარი კანდიდატურა უნდა დაესახელებინათ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერდნენ, თუმცა მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოში კი 27 წევრია, საიდანაც 11-11 წევრი ჰყავთ ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ,,გახარია-საქართველოსთვის” 3 მანდატით არის წარმოდგენილი, ერთი წევრი არის „ლელოდან“. ხოლო ერთი დეპუტატი დამოუკიდებელი წევრის სტატუსით არის საკრებულოში, მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა გახარიას პარტია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...