მთავარისიახლეებისოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება

სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება

Published on

ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლების ინტერნეტით დასაფარად 34 მილიონ ევროს გამოყოფს. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, დაახლოებით 500 000 ადამიანი 1 000 სოფელში სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით შეძლებს სარგებლობას.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...