მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო დიდ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვევა. ,,საჭიროების შემთხვევაში ჩემს უფლებებს აშშ - ში...

საქართველო დიდ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვევა. ,,საჭიროების შემთხვევაში ჩემს უფლებებს აშშ – ში დავიცავ, ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ” ამბვობს თემურ ალასანია

Published on

მესამე პრეზიდენტის ბიძა სასამართლოში დაკითხვაზე  დაიბარეს. აშშ-ს მოქალაქე თემურ ალასანია, რომელმაც შსს-ში გამოკითხვაზე უარი განაცხადა, საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. 

თემურ ალასანიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკუთარ უფლებებს იმ ქვეყანაში დაიცავს, რომლის მოქალაქეც არის.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე თუ რაც ჰქვია, ალბათ დეპოზიცია ჰქვია უფრო და პირველი, უნდა გავიგო რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე. მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძიება, რა საქმეა გახსნილი და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ მერე რა პოზიცია დავიკავოთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი და ამიტომ  ამაზე შინაარსობრვად არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე მოვითხოვო მათი დაცვა იქ, სადაც ვცხოვრობ, ამერიკაში. ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მოუხეშავი მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან და მესამე პრეზიდენტის დევნით, – განაცხადა ალასანიამ სასამართლოში შესვლამდე. 

არსებული ინფორმაციით, თემურ ალასანიას გამოკითხვაზე დაბარება უკრაინულ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს ეხება,რომლის ფიგურანტებიც  თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი არიან. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. როგორც ჩანს, გომელაურის უწყებას აღნიშნული ჩანაწერის ავთენტიკურობის დადგენა სურს,   თუმცა არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტის ბიძის დაბარებას სულ სხვა მოტივი აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიური ანგარიშსწორება გაგრძელდეს და ალასანიას ბრალდებულის სტატუსი მიანიჭონ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რომ თემურ ალასანიას გაეროში მუშაობის 24 წლიანი სტაჟი აქვს, შესაბამისად, თუ მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, საქართველო დიდი დიპლომატიურ სკანდალშ გაეხვევა. 

თემურ ალასანია საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. საგამოძიებო უწყება მას გუშინვე დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა. 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...