რატი ბრეგაძე: ,,კადრები გასაჯაროვდა იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილი თავისი ნებით გადავიყვანეთ”

0
258
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მისნისტრის საათზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო გაასაჯაროვეს, რათა შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე დაემტკიცებინათ, რომ სააკაშვილი თავისი ნებით გადაიყვანეს.
“რაც შეეხება კადრების გასაჯაროვებას, როდესაც ის იყო გადაყვანილი თავიდან, თუ გახსოვთ მისი ადვოკატებიც, ჟურნალისტებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მას იძულებით დაატოვებინეს ტერიტორია, ნომერ მე-12 დაწესებულების და გავრცელდა ის კადრები შესაბამისად, იმიტომ რომ აქ ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ისტერიული ფონი, მოეხდინათ მხარდამჭერების მობილიზება, რაც ბუნებრივია საფრთხეს შეუქმნიდა პენიტენციური სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით, პენიტენციური დაწესებულებები არ არის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ისინი ცდილობდნენ დაეძაბათ სხვა პატიმრების მშობლებიც.

ამან მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ გამოგვექვეყნებინა კადრები, სადაც ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი დაწესებულებიდან   თავისი ნებით გამოდის და ასევე, საკუთარი ნებით მიემართება რეანომობილისკენ. შემდგომში განხორციელდა მისი გადაყვანა, მერე უკვე კარგად გვახსოვს რა ისტერია მოჰყვა  გლდანში შესახლებას და რა მზადდებოდა, ამის მომსწრეა საზოგადოება.” – ამბობს რატი ბრეგაძე.

სევე რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ მისი ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა გასაჯაროვებულიყო.

რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზრდილობიანად მიმართეს გადმოსულიყო რეანომობილიდან, თუმცა ის არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნას. ბრეგაძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც პატიმარი ეწინააღმდეგება პენიტენციურის თანამშრომლებს, ამ უკანასკნელთ უფლება აქვთ სპეციალური საშუალებების გამოყენებით. რატი ბრეგაძის თქმით “სააკაშვილის თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ”.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს – ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

წინა სტატიარატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი გატაცება არ მომხდარა, ჩვენ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვით გადავიყვანეთ იგი გლდანიდან რუსთავში
შემდეგი სტატია“მთავარის” ექსკლუზივი: ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილს და პატრიარქს შეხვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური