ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას, მივესალმები დიალოგის შეთავაზებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი -აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი

0
259

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ  გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართვა გაავრცელა:

,,მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.

ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას!

ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას!

და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!, – წერს მიხეილ სააკაშვილი

წინა სტატიასაქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“- ვიოლა ფონ კრამონი
შემდეგი სტატია“დროას” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური