მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნუ მეხები, ბიჭო! რუსული დროშა გიფრიალებს აქ!..." - დათო ქაცარავა ქართულ-ბრიტანული სკოლის...

“ნუ მეხები, ბიჭო! რუსული დროშა გიფრიალებს აქ!…” – დათო ქაცარავა ქართულ-ბრიტანული სკოლის შესასვლელთან

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა ქართულ-ბრიტანული სკოლის წინ, ლაივ-ჩართვის დროს, “ფეისბუქზე” აცხადებს, რომ “ყველა ბანძია, ვინც საქართველოში რუსულ დროშას აფრიალებს” და ობიექტივში სკოლის წინ, წრიულზე აღმართულ ანძებზე სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად რუსეთის სახელმწიფო დროშასაც უჩვენებს.

დავით ქაცარავას ამ ქმედებას მოჰყვა შელაპარაკება სკოლის დაცვის ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე წარმომადგენელთან, რომელთაგან პირველმა დათო ქაცარავას ადგილიდან მანქანის გაყვანა მოსთხოვა, მეორემ კი ტელეფონის ობიექტივს ხელი დააფარა, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა:

“ხელი გაწიე, ბიჭო, ნუ მეხები და ტონს დაუწიე!”, – მიმართა მას ქაცარავამ, დაცვის წევრმა კი უპასუხა: “რატომ ყვირიხარ?”;
“შენ ყვირიხარ და რუსული დროშა გიფრიალებს აქ!”.

ამ წუთებში სიტუაცია სკოლის წინ ისევ დაძაბულია, დაცვის წარმომადგენლები დავით ქაცარავას საპატრულო პოლიციაში დარეკვით დაემუქრნენ, რაზეც ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერმა უპასუხა:
“ვინც გინდა, ის გამოიძახე, თუნდაც პატრული და კობახიძე მოაყოლე კიდე ზედ, თუ გინდა!”.

აქვე: ორი წლის წინ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა ასევე გააპროტესტეს სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, სხვადასხვა ქვეყნის დროშებს შორის რუსეთის დროშის აღმართვის ფაქტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მაშინ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა რუსეთის დროშა ჩამოხსნეს, დაკეცეს და უნივერსიტეტის რექტორატს გადასცეს.

აქვე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ამ დროისთვის დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია დავით ქაცარავამ 2017 წელს დაარსა. 2017 წლის ივლისიდან მოძრაობის წევრები სადღეღამისო რეჟიმში პატრულირებენ შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მდებარე სოფლებში, აკვირდებიან და საზოგადოებას, მედიას აწვდიან ინფორმაციას ოკუპანტთა გადაადგილების, მათ მიერ ბორდერიზაციის ფაქტებისა თუ ახალი ე.წ. შიშის ზონების (საოკუპაციო ზოლიდან მოშორებით მდებარე ტერიტორია, სადაც რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს გადაადგილებას უზღუდავენ) შესახებ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...