“მთავარის” ექსკლუზივი: ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილს და პატრიარქს შეხვდა

0
268

“მთავარი არხი” ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შსახებ, რომ ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს საიდუმლო აუდიენცია ჰქონდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან,   ხოლო შემდეგ  დახურული შეხვედრა საპატრიაქროში. 

დეტალები, რომელიც საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარკების შემდეგ გაიმართა, უცნობია. 

ხვალ დილით საქართველოს პრემიერი მთავრობას და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრისთვის განკუთვნილი სავარძელი ცარიელი იქნება.

ეკატერინე ტიკარაძის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მმართველი გუნდი მის შემცვლელზე ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა.

 გადაიდუმლოებული შეხვედრები, როგორც ჩანს , “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება, ახლა კი დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე ტიკარაძე რჩება გუნდის იმ წევრად, ვისაც წვდომა და კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს ივანიშვილთან

წინა სტატიარატი ბრეგაძე: ,,კადრები გასაჯაროვდა იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილი თავისი ნებით გადავიყვანეთ”
შემდეგი სტატიაესტონეთის პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური