მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი პარტიის მესიჯბოქსი: ეროვნული შეთანხმება შეუძლებელია, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ...

მმართველი პარტიის მესიჯბოქსი: ეროვნული შეთანხმება შეუძლებელია, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დანაშაულს არ აღიარებენ და პოლიტიკიდან არ წავლენ

Published on

მმართველი პარტიის მესიჯბოქსის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა უპერსპექტივოა, ,,თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ და პოლიტიკიდან არ წავლენ”

ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა და სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკაში. 

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი  ზარქუა: 

თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია ის, რომ გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობა, აღიაროს დანაშაული, მოინანიოს საზოგადოებასთან, ელაპარაკოს ეს არის და ეს. მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს არც მოსახლეობასთან იმიტომ, რომ მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს და აგებს აციონალური მოძრაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო სააკაშვილის ის დეფინიცია, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის.” 

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: „ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.

,, პირველ რიგში აქ იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც ჩვენ „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა და რომლის მსხვერპლი იყო უამრავი ადამიანი. როდესაც სააკაშვილი, უგულავა  და სხვები არიან ეჭვმიტანილები კი არა, მხილებულები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ასე შემდეგ და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად არჩევის ამბიცია, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი”. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....