ირაკლი კობახიძემ შერიგების წინაპირობა დაასახელა

0
241

სპეციალური საახალწლო მიღებიდან გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

როდესაც სააკაშვილი, უგულავა  და სხვები არიან ეჭვმიტანილები კი არა, მხილებულები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ასე შემდეგ და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად არჩევის ამბიცია, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი”, —განაცხადა მან. 

„ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.

,, პირველ რიგში აქ იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც ჩვენ „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა და რომლის მსხვერპლი იყო უამრავი ადამიანი. – მე არ მჯერა,  რომ  პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების წინაპირობა“.

„შეფასება შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ფორმატში. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიური ფორმით. სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული ამაში. ჩვენ ხომ საუბარი არ გვაქვს რაღაც ზეპირ შეფასებებზე, არამედ ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი და ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება.

მაგალითად, მიტაცებული იქნა კონკრეტული ტელევიზიები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ის იყო ხელმძღვანელი ამ რეჟიმის. მაგალითად, „ტელემედიის“ მიტაცება მოროდიორული ფორმით, იყო თუ არა ეს დანაშაული? „რუსთავი 2“-ის მიტაცება კერძო მფლობელებისგან იყო თუ არა ეს მორიგი უმძიმესი დანაშაული, ეს უნდა შეფასდეს. როდესაც 10 000-მა კაცმა აჩუქა საკუთარი ქონება სახელმწიფოს, უნდა შეფასდეს თუ არა? იგივე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიების 20%-ის დათმობას“ 

კობახიძის თქმით, მზად არიან წინა და საკუთარი ხელისუფლების ფაქტობრივი მოცემულობები შეაფასონ და ამის მიხედვით განისაზღვროს ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის “მორალური უფლება”.

,,როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის, ისიც, რომ კრიმინალი არ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, აღარ რჩება პოლიტიკაში. მგონი საქართველო არის სათანადოდ განვითარებული უკვე, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, რომ ეს ელემენტარული პოლიტიკური სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ სალომე ზურაბიშვილს გაჰყვებიან ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ითვალისწინებს პოლარიზაციის შემცირებას.

წინა სტატიაამინდი 22 დეკემბრამდე – დასავლეთში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს
შემდეგი სტატიაწეროვანში მომხდარი  სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური