ესტონეთის პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა

0
282

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაი კალასმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა. განცხადება კალასმა ესტონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კალასმა ინტერვიუში აღნიშნა, მან ქართველ კოლეგას უთხრა, რომ მეგობრების მოსმენა სრულიად მიუღებელია და ასე არ ხდება.

კაი კალასის თქმით, მოლაპარაკების დროს რთული თემებიც განიხილეს, მათ შორის შეფერხებული რეფორმები საქართველოში. 

“ვუთხარი, რომ გვინდა თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ თქვენ ეს უნდა გაგვიადვილოთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ გადალახოთ განხეთქილება საზოგადოებაში”, – ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი

ესტონეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა. ჩანაწერების მიხედვით,  ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს აყურადებდნენ  

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, მაგრამ ამ დროისათვის არ გავრცელებულა  არანაირი ინფორმაცია გამოძიების საწყის შედეგებზეც კი.

წინა სტატია“მთავარის” ექსკლუზივი: ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილს და პატრიარქს შეხვდა
შემდეგი სტატიაბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური