მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ

ბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ

Published on

იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ  მიხეილ სააკაშვილი “სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც” კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრეგაძე არ თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის თანამშრომლები არაადამიანურად მოეპყრნენ და გავრცელებულ კადრებში მხოლოდ იმას ხედავს, რომ “თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს” რათა მესამე პრეზიდენტი “არ დაზიანებულიყო”.

„ როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და  ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ” – თქვა მან.

რომელ ძალადობრივ “ინვაზიაზეა” საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია.

აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს” –  განაცხადა ბერგაძემ პარლამენტში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...