მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაზე

ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაზე

Published on

ვფიქრობ,  ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შერიგებაზე:

,,ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება. თუმცა რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვები…ის რომ დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით – ვიქნებით”. – განაცხადა  ნიკა მელიამ ფორმულას  ეთერში,  გადაცემაში ,,პოლიტმეტრი”  

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში ამბობს:

,,მე მგონია, რომ ხავსს ეჭიდება ყველა ისინი, ვინც მართლა შეიძლება, გულწრფელად ფიქრობდეს, რომ რამე შეიძლება გამოვიდეს. ვიღაცებისთვის კარიერის პიკია, ალბათ, იქ ფოტოს გადაიღებენ და შვილიშვილებს ანახებენ, პრეზიდენტის სასახლეში ვიყავი და მნიშვნელოვანი ტიპი ვიყავიო.

ვერ მოხდება ასეთი ტიპის შეთანხმება. ეს  ინიციატივა უპერსპექტივოა, სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ იზამს,  ვერ შეძლებსდა მედიატორობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის .

არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს ამ რაღაცა ე.წ. შერიგების პროცესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ  ფორმალურად პრეზიდენტია, მას არ გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური კაპიტალი და  წონა იმისათვის, რომ მართლა რაიმე შერიგების პროცესს მედიატორობა გაუწიოს. საუბარი იმაზე, რომ ზურაბიშვილი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლო აშშ-მ და ევროკავშირმა, ჩემთვსი უბრალოდ ზღაპარია”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

მას თუ უნდა, რომ გულწრფელად რაიმე პროცესის მედიატორი გახდეს, ჯერ ის არის გასაკეთებელი, რომ წინა პროცესზე, ნახევრად მედიატორის როლი რომ მოირგო და ისიც რომ გადაახია თავზე ქართულმა ოცნებამ, მას, ჩვენ, ევროკავშირსაც და ამერიკასაც, იმის შეფასება გააკეთოს არადიპლომატიურ ენაზე”.

 ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ ფეისბუქზე დაწერა,  რომ მოეწონა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

,,კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა.  მის სიტყვაში ,,სწორი გზავნილები იყო”

 

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...