მთავარისიახლეებიპოლიტიკათემურ ალასანია, რომელიც საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა დისწულის მოსანახულებლად, დაკითხვაზეა დაბარებული

თემურ ალასანია, რომელიც საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა დისწულის მოსანახულებლად, დაკითხვაზეა დაბარებული

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა, დაკითხვაზეა დაბარებულ .  შსს თემურ ალასანიას გამოკითხვას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აპირებს. 

თემურ ალასანიამ  დაკითხვაზე  უწყებაში მისვლაზეს უარი თქვა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.” – აცხადებენ შსს-ში

საუბარია ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე.  ჩანაწერში თითქოს საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს 2018 წელს დაწყებული გამოძიების დღეს გაგრძელება, ეს მისი მხრიდან  უკვე მესამე მცდელობაა გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერის  საფუძველზე შეთითხნოს რამე ახალი საქმე პრეზიდენტ სააკაშვილისა  და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

 თემურ ალასანია „ფეისბუქზე“ ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა:

.„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების“ ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“. 

ემურ ალასანია გუშინ ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ  ამ დრომე ვერ შეძლო გორის სამხედრო ჰოსპიტალში  დისწულის სანახავად შესვლა.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეხვედრის დასაორგანიზებლად” – ამბობს  პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატი  შოთა თუთბერიძე.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...