მთავარისიახლეებისაზოგადოება სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება

 სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება

Published on

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლების ინტერნეტით დაფარვისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტიციას  განახორციელებს. ამ თანხით  სოფლად და შორეულ რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით, 500 000 ადამიანისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ხელშეკრულება ევროკავშირმა საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გააფორმა.

სესხი დააფინანსებს, დაახლოებით, 5 000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და იტნერნტკომუნიკაციების ინფრასტრუქტურაზე საქართველოში არსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ღია წვდომას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის განცხადებთ, ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს და გაზრდის საქართველოს მდგრადობას კრიზისის მიმართ. ამასთან, ეს პროექტი საქართველოსთვის განკუთვნილი ხუთი წამყვანი ინიციატივიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანას ციფრული უთანასწორობის შემცირებასა და პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...