მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის...

პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო გადაიდო

Published on

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო გადაიდო. პროცესი მომდევნო წელს, 11 იანვარს, 11 საათზე გაგრძელდება.

პროცესის გადადება პროკურატურამ მოითხოვა რეპლიკების მოსამზადებლად.  ვინაიდან დაცვის მხარემ წარმოთქვა 20 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა,პროკურორს ჭირდება   დრო დამატებითი არგუმენტების წარმოდგენისთვის.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე -​ “პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს” – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით კი, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა.

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....