მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს სალომე ზურაბიშვილი  ორბელიანის სასახლეში პოლიტიკურ პარტიებს უმასპინძლებს

დღეს სალომე ზურაბიშვილი  ორბელიანის სასახლეში პოლიტიკურ პარტიებს უმასპინძლებს

Published on

 დღეს, 16 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ორბელიანის სასახლეში საახალწლო წვეულებაზე პოლიტიკურ პარტიებს უმასპინძლებს. ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის დაწყება იყოს. ამის ვარაუდის საფუძველს პრეზიდენტის ბოლო განცხადებები იძლევა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მრავალმხრივი პოლიტიკური ჩართულობა და „ეროვნული შერიგება“ ორჯერ, სხვადასხვა კონტექსტში ახსენა. პირველად “France 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: “მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”.

მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...