ჩხიკვაძე დაკავების დროს  გაიძახოდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა…”

0
497

,,ცხინვალში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა და  მის  პასუხებზეა დამოკიდებული,  რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული” –    განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა IPRM ფორმატში ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან”  საუბარში.

კოჩიევი ამტკიცებს, რომ “ჩხიკვაძეზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, სიცრუეა”.

 მისივე თქმით თქმით, სიცრუეა, ისიც რომ ჩხიკვაძეს უბრალოდ გზა აერია,

” მან ღობეზე ასვლისას დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. ანუ  ასი პროცენტით იცოდა, რომ დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. 

მესაზღვრემ შენიშნა, რომ ჩხიკვაძეს დაკავებისას  არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად  იქცეოდა.  გაიძახოდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა.შესაძლოა, ის რაიმე ძლიერი, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

“თავად ჩხიკვაძემ თქვა, რომ ის არის ყოფილი სამხედრო. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ის ყოფილი სამხედრო. თუ მას არ ჩაუდენია დანაშაული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას ამის საფუძველზე დევნის საფრთხე არ ემუქრება 

ახლა ის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურშია, სანამ არ გაირკვევაახელმწიფო საზღვრის დარღვევის მიზანი –  აცხადებს  კოჩიევი

​მისი თქმით, ჩხიკვაძის პასუხებიდან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება “ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის , ან მისი რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ“.

წინა სტატია სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილს: თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, ყველა წერეთელი და საქართველოში მყოფი ყველა ჰოლანდიელი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური