მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ არის ის რეალობა, რომ ქართულ ოცნებასთან "შამპანურის მიჭახუნება" შევძლო'' - ელენე...

,,არ არის ის რეალობა, რომ ქართულ ოცნებასთან “შამპანურის მიჭახუნება” შევძლო” – ელენე ხოშტარია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე არ მიდის

Published on

,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მიწვეულია, იწვიეს, თუმცა წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, არ არის ის რეალობა, რომ ქართულ ოცნებასთან “შამპანურის მიჭახუნება” შეძლოს. ხოშტარიამ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება, არ ნიშნავს თავად პროცესზე უარის თქმას, მზად არის, მივიდეს საქმეზე სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში.

“საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა”, — წერს ხოშტარია.

ღონისძიებას არ დაესწრება არც ნაციონალური მოძრაობა. ნიკა მელიას განცხადებით, ზურაბიშვილს შეხვდებიან მაშინ, როდესაც განიხილავენ, მის მიერვე დაანონსებულ ინიციატივას.

მიღებას არ დაესწრებიან არც ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. დღეს, 16 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში მათი საქმის ბოლო სხდომაა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...