39 გარდაცვლილი და 3 123 ახალი შემთხვევა – 16 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

0
247

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი, 4 215 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 898 კვლევა, აქედან 31 214 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 684​ PCR-ით. 15 დეკემბერს აიცრა 11 161 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,34%-ია, ბოლო 14 დღის – 7,39%-ია, 7 დღის – 6,86%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 901 202 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 849 090 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 918 კი გარდაიცვალა.

წინა სტატიახანგოშვილის მკვლელის გასამართლების შემდეგ გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა
შემდეგი სტატიაწავიდა წონის აუხსნელი კლება – ექიმი სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური