ზუგდიდის ცენტრში მანქანა ერთ-ერთ აფთიაქში შევარდა

0
405

ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე- გამსახურდიას გამზირზე ჯიპის მარკის ავტომანქანა აფთიაქში შევარდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, რომ აფთიაქში წამალი ეყიდა, რადგან თავი ცუდად იგრძნო, ასეთ მდგომარეობაში  მან  დამუხრუჭება ვერ მოახერხა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი ევექსის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამსხვრეულია აფთიაქის მინა.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული. 

წინა სტატიაშემზარავი ისტორია – 9 და 12 წლის შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის რეალური ევროინტეგრაციის დრო მოვიდა – კუბილიუსი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური