“ოცნებამ” კახეთში ღრეობა გამართა, მთვრალი კახეთის გუბერნატორი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა” – ენმ

0
343

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების წევრები წინანდალში შეიკრიბნენდა  “დიდი, 500 -კაციანი   ღრეობა” გამართეს.  სუფრაზე შეკრებილები იყვნენ  მუნიციპალიტეტის მერები საქართველოს ყველა რეგიონიდან, გუბერნატორები და სხვადასხვა ჩინოვნიკები.

ქეიფის შემდეგ   კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, რომელიც  მთვრალ მდგომარეობაში სახელმწიფო ავტომობილით გაემართა  წინანდლიდან თელავისკენ,   ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. მანქანა დაიმტვრა, შიოლაშვილმა კიმსუბუქი დაზიანებები მიიღო, თან ექიმებთანაც იცრუა, რომ   კიბეებზე დაგორდა ამის შესახებ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა

შემთხვევას ადასტურებს კახეთის რწმუნებული, თუმცა მომხდარის დაკავშირებას ქართული ოცნების გრანდიოზულ ქეიფთან, აბსურდულს უწოდებს. შიოშვილი ამბობს, რომ შემთხვევა კვირას მოხდა, ,, ღონისძიება” კი შაბათს იყო, იგი კატეგორიულად უარყოფს სიმთვრალესაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩატარებული ალკოტესტის შედეგი გამოაქვეყნოს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. 

წინა სტატია,,ოლიგარქატმა ვერ უნდა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში არსებობა და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაც უნდა დასრულდეს”
შემდეგი სტატია,,საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება” – სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური