ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვს – იგი მოწმე გველესიანის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა

0
375

ნიკა გვარამია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის  აცილებას ითხოვს.

შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან რამდენიმე წუთის წინ დააყენა, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს,  რუსთავი 2-ის ჰოლდინგის დირექტორია, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოსამართლემ ამოიღო. ნიკა გვარამიამ მტკიცებულებად მოსამართლისა და მოწმის ერთობლივი ფოტოსურათები წარადგინა.

ნიკა გვარამიამ კითხა მოსამართლეს, რატომ არ განმარტა, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი იყო მისი პერსონალური მეგობარი, ამ გარემოებებიდან გამომდინარე მოსამართლე ვერ ჩაითვლება მიუკერძოებლად, შესაბამისად ვერც მისი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

“რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანია, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი”- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

ზაზა გველესიანთან მეგობრობა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაადასტურა – „ბავშვობის მეგობარია, კომუნიკაცია გვაქვს მეგობრობის შინაარსში რაც არის, ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს“ – თქვა მან

მოსამართლის თქმით, როდესაც დადგებოდა ეს საკითხი და ზაზა გველესიანი გამოცხადდებოდა დასაკითხად, შესაძლოა განემარტა.

კითხვაზე, რატომ არ დადგა ეს საკითხი და რატომ ამოიღეს დასაკითხ პირთა სიიდან გველესიანი, მოსამართლე განმარტავს:

“ბრალდების მხარემ სხვა მოწმეებთან ერთად, ის პროცედურა რაშიც იღებდა ბატონი ზაზა მონაწილეობას, როგორც დაცვის მტკიცებულების ფორმატში, ცნო უდაოდ” – თქვა მოსამართლემ. 

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

წინა სტატიაღარიბაშვილს ნატოში უთხრეს, რომ საქართველო უნდა მიყვეს დემოკრატიულ სტანდარტებს
შემდეგი სტატიასაარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა- NDI
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური