ნაციონალური მოძრაობა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებსგანუცხადა.“ვინაიდან ეს არის კლასიკური ტიპის საახალწლო მიღება, მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ” – თქვა მელიამ.საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. მიღება ხვალ, 16 დეკემბერს გაიმართება