მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი: პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის...

კელი დეგნანი: პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის მართლმსაჯულებისადმი ნდობას

Published on

პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას როგორც მართლმსაჯულების სისტემისადმი, ასევე მართლაც კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი” – ნათქვამია აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებაში.

დეგნანი იმედოვნებს, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველასთვის: 

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი იმედია, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კავშირებისა. 

“ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლეა, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ  აღსრულებას უჭერს მხარს და ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემის ის წევრებია, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამოვნებით უჭერს მხარს თავიანთ ძალისხმევაში გაძლიერდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის საერთო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად და თანაბრად ყველა ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...