მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიციაა...

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიციაა 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი ”

Published on

,,ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ვითარება ქვეყანაში იყოს უკეთესი და პოლიტიკურ სისტემაში იყოს უკეთესი მოცემულობა. – .ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მამუკა მდინარაძე. 

ეს არის ობიექტური და სუბიექტური ინტერესი. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, თუ იქნება საჭირო კონსულტაციები სხვადასხვა თემასთან, კანონპროექტებთან დაკავშირებით. მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, აქაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შეხვედრისთვის, კონსულტაციებისთვის. ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის დამოკიდებულებაზე და ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.”

ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მოქმედებებზე. 

ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ყველა თემა არის ღია. ღია გულისხმობს, მათ შორის, იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის, ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო უფრო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ” აცხადებს კობახიძე 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...