იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას საქართველოსთვის

0
266

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას

,,საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის. რიგაში მოკავშირეებმა მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, რომ აფხაზეთიდან და “სამხრეთ ოსეთიდან” გაიყვანოს ძალები.

დღეს ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ საკითხებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და თავიდან აიცილებს ესკალაციას რეგიონში.

საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას, თვითონვე აირჩიონ მოკავშირეები. რუსეთს არ აქვს უფლება ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს. NATO გააგრძელებს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას. მზად ვართ რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ, საზღვაო მიმართულებით, ინფორმაციის გაზიარების კუთხით. – თქვა  იენს სტოლტენბერგმა 

 

წინა სტატიაზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება – ეს არის შერიგების პროცესის დაწყება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილს ნატოში უთხრეს, რომ საქართველო უნდა მიყვეს დემოკრატიულ სტანდარტებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური