მთავარისიახლეებიპოლიტიკადროა, კბილები გამოვაჩინოთ და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ, მკაცრი სანქციების ენაზე ვესაუბროთ'' ...

დროა, კბილები გამოვაჩინოთ და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ, მკაცრი სანქციების ენაზე ვესაუბროთ” – ვიოლა ფონ კრამონი

Published on

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ დროა, ევროპამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ, მკაცრი სანქციების ენაზე ესაუბროს. უკრაინის საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებზე კრამონმა აღნიშნა, რომ ეს აქამდეც უნახავთ — მჩაგვრელი აშანტაჟებს მასთან შედარებით სუსტ მეზობლებს, მაშინ როცა დანარჩენი სამყარო უყურებს.

“ჩვენ ეს ვნახეთ გასულ აპრილს და კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ეს ბევრჯერ გვინახავს. ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დამშვიდების მცდელობა ძალიან საშიში სტრატეგიაა, ამორალური და კონტრპროდუქტიულია.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მოსალოდნელია, მათი რიცხვის მკვეთრად ზრდა. ვინც ბატონ პუტინს იცნობს, იცის, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ ფხიზლად და მტკიცედ უნდა ვიყოთ”, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, უკრაინა იმიტომ კი არ არის რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს ევროპულ ფასეულობებს უჭერს, ბედავენ, იყვნენ თავისუფლები და თავად სურთ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ.

“კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. ამასობაში როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ (Nord Stream 2) უნდა გაგრძელდეს. კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია, როგორც ეს ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა”, — ამბობს კრამონი.

ის, ასევე, დასძენს, რომ რუსეთზე ევროპის დამოკიდებულების გაზრდით, ისინი ღალატობენ მოკავშირეებს და საშიშროება ექმნება ამ კონტინენტის მომავალს.

“დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ — მკაცრი სანქციების ენაზე ვესაუბროთ. თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას გაბედავს, სასჯელი უპრეცედენტო უნდა იყოს”, — აცხადებს ევროპარლამენტარი.

ამასთან, კრამონმა ევროპარლამენტს ინიციატივით მიმართა, რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან [SWIFT] გათიშონ და გააუქმონ ჩრდილოეთის ნაკადი 2 და პუტინსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესონ.

“ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას. დავიცვათ უკრაინა!” — განაცხადა კრამონმა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...