მთავარისიახლეებისაზოგადოებაშემზარავი ისტორია - 9 და 12 წლის შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შემზარავი ისტორია – 9 და 12 წლის შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

Published on

9 და 12 წლის შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა მამას, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, საკუთარ შვილებს აუპატიურებდა. 40 წლამდე მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

გავრცელებული ვერსიით, ქალმა პოლიციაში სულ სხვა პირის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. დედა ჩიოდა, რომ მის არასრულწლოვან შვილზე 24 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა. გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ 12 წლის გოგონას არამხოლოდ დასახელებული ახალგაზრდა კაცი, არამედ საკუთარი მამა სისტემატურად აუპატიურებდა. ძალადობის მსხვერპლია მისი 9 წლის დაც.

ადვოკატის, სოფო გოგლიჩიძის თქმით, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

“იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და იყენებს დუმილის უფლებას. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რა თქმა უნდა გავასაჩივრებ აღკვეთ ღონისძიებას. მოწმე ფაქტობრივად საქმეზე არ არსებობს. ერთადერთი არის ბავშვის ჩვენება, რომელიც არის 10 წლის. ამ ჩვენების უკან რა დგას, დროთა განმავლობაში გაირკვევა, როცა დაიწყება გამოძიება და გადავა საქმე სასამართლოში,” – განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...