ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება 

0
219

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება. 

დასკვნაში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება საუბარი. განსაკუთრებით მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც ფსიქოთერაპევტების ჯგუფთა ჩარევას საჭიროებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოდ არის შეფასებული და თუ შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ არ მოხდება, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

“პირველი წინადადება ამ დასკვნაში იწყება იმით, რომ პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ეს კიდევ ძალიან რბილად ნათქვამია. მას აქვს ახლა მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული სტრესული ნევროლოგიური დარღვევა. საგანგაშოა ნამდვილად მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ სინდრომის არმკურნალბა გამოიწვევს ძალიან ძირფესვიან ძვრებს მის ორგანიზმში, რომლის მკურნალობასაც მერე შეიძლება თვეები დასჭირდეს”, – ამბობს ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, დღეს გასაჯაროვდება კიდევ ერთი ვცრელი დასკვნა, რომელიც ცენტრ “ემპათიას” ექიმთა ჯგუფმა მოამზადა.

წინა სტატიაფლანგვის დეტექტორი: გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვა ბოლო 8 წელს 59 მლნ დაგვიჯდა
შემდეგი სტატიაპრეპარატი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებისთვის იყენებდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური