მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმამუკა ჩხიკვაძე  ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში ყავთ დატყვევებული, იგი სასტიკადაა ნაცემი და...

მამუკა ჩხიკვაძე  ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში ყავთ დატყვევებული, იგი სასტიკადაა ნაცემი და ნაწამები, ხელისუფლება კი დუმს

Published on

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე  სასტიკად ნაცემი და ნაწამებია და ცხინვალის იზოლატორში ყავთ დატყვევებული.

“მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები, რაც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, თუმცა დადასტურებით ამაზე საუბარი გვიჭირდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ და შეგვიძლია ამის გაჟღერება. მე-4 დღეა, ხელისუფლება დუმს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, რომ გააჟღერონ კონკრეტული გეგმა, გვითხრან როდის დაიხსნიან, როდის გამოიყვანენ მამუკა ჩხიკვაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ აქციებს, რომელიც “ქოც” ხელისუფლებას და მის რუსულ ბოსებს ძალიან არ მოეწონებათ”, – თქვა დავით ქაცარავამ. 

ის ხელისუფლებას ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.

საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ტყვე,  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს იმის გამო, რომ ის  თავის ქვეყანას იცავდა და არ შეიძლება სახელმწიფომ ყოფილი თუ მოქმედი ჯარისკაცი გაჭირვების დროს მიატოვოს. 

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.  მას, როგორც ყოფილ ძალოვანს ოკუპანტების ხელში დიდი საფრთხე ემუქრება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...