ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, სამიტში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ისურვებს თუ არა მასთან შეხვედრას შარლ მიშელი ?

0
314

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.

 სამიტი ხვალ, 15 დეკემბერს გაიმართება, ხოლო  დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ჯერ ცალ-ცალკე,  შემდეგ კი ერთად შეხვდება.

შარლ მიშელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და  მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, მაგრამ შეხვდება თუა არა ღარიბაშვილს, ეს საკითხავია –  შესაძლოა,  არც შეხვდეს. საქართველო  ახლა არ არის ევროკავშირისთვის მთავარი სასაუბრო თემა.  შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ჰქონდა, ხელიდანაა გაშვებული.  

,, ის ფაქტი, რომ  შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთი ლიდერებს პაშინიანს და ალიევს შეხვდება, ნიშანია იმისა, რომ ახლა ფოკუსირება ხდება კავკასიის მეზობელ (სხვა) ქვეყნებზე და არა საქართველოზე. ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება. რა დრო დახარჯა მიშელმა მიმდინარე წელს საქართველოზე  და  რა დროს დაუთმობს ახლა  ეს იქნება ყველაფრის ინდიკატორი” – ამბობს “მთავარ არხთან” “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი, რომელიც კარგად იცნობს ევროკავშირის კულუარებს.

ეს სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება. რეალურად, ეს სამიტი არ არის ისტორიული მნიშვნელობის, რომ ამით საქართველო რამეს მიიღებს ან საქართველოსთვის რაიმე გადაწყდება. ეს მხოლოდ სამიტის წევრი ქვეყნების დიდი ოჯახის შეხვედრაა ამბობს იგი.

ნატო-ს პრესსამსახურის  ცნობით, 15 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში   ირაკლი ღარიბაშვილს     ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღებს.

 

წინა სტატიაპრეპარატი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებისთვის იყენებდა
შემდეგი სტატიაინდონეზიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური