პრეპარატი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებისთვის იყენებდა

0
283

დღეს ცენტრი “ემპათიას” დასკვნა გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, რომ მასში  მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე იქნება საუბარი.

 დასკვნის გამოქვეყნებამდე “ემპათიას”  ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა  იმ პრეპარატის სახელწოდება გაასაჯაროვა, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებისთვის იყენებდა.

პენიტენციური სისტემის  დავალებით ექიმები სააკაშვილს ძლიერ ანტიფსიქოზურ მედიკამენტს “კეტილეპტს” დასმული დიაგნოზის შეუსაბამოდ აძლევდნენ და არწმუნებდნენ, რომ ის უძილობის სამკურნალოდ იყო აუცილებელი.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით  მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი აუცილებლად საჭიროებს საზღვარგარეთ, სრულფასოვან მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

წინა სტატიაომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება 
შემდეგი სტატია ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, სამიტში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ისურვებს თუ არა მასთან შეხვედრას შარლ მიშელი ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური