სისხლის სამართლის დანაშაულის მყარი ეჭვი არსებობს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები “ემპათიას” დასკვნაზე

0
281

ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელთან ერთად გაიგზავნება. დაცვის მხარე დოკუმენტს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს დაურთავს და პარალელურად, არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაციას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს მიაწვდის.

“ძალიან მყარი ეჭვი არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო და უფრო საეჭვოა ის, რასაც პროფესიონალი მედიკოსები ამბობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ მედიკამენტებს და იღებდა ის მედიკამენტოზურ მკურნალობას რომელიც მის მდგომარეობაზე მოქმედებდა ცუდად, მათ შორის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მედიკოსთა დასკვნის, სამედიცინო მოსაზრების შინაარსზე იქნება დამოკიდებული ჩვენი სტრატეგია ამ კუთხით, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც ჩვენ ხელთ იქნება”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

“ემპათიამ” დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და ის უახლოეს დღეებში ყველასთვის საჯარო იქნება. მასში მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე ყველა გარემოება და ფაქტი იქნება შეფასებული.

წინა სტატიაფსიქო-ნერვოლოგიური მოშლილობა – ომბუდსმენის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე დღეს გასაჯაროვდება
შემდეგი სტატია41 მახათი შოთაძეს! – დღეს, 15:00 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური