სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობაზე და შერიგებაზე აზრდაკარგულია – ნიკა მელია

0
288

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საუბარი შერიგებაზე აზრდაკარგულია.

“მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობაზე და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება, უბრალოდ, აზრდაკარგული”, — ამბობს ის მთავარი არხის ეთერში.

6 დეკემბერს  მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას “გონს მოსვლას” და ეროვნულ შერიგება შესთავაზა. მისი თქმით, “ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია”. მესამე პრეზიდენტს “დიდი შერიგების” იდეა მანამდეც არაერთხელ ჰქონია.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: თავდასხმები ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიაზე ბიძინა ივანიშვილისა და სუს-ისთვის “სასარგებლო სამსახურია”
შემდეგი სტატია,,ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზე, დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა”- ექიმი ნინო შარაშენიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური