“ქართულ ოცნებას აქვს სააკაშვილის ფობია… ის კადრები იყო გამომქვეყნებლისთვის შეურაცხყოფა და არა სააკაშვილისთვის…” – მარგველაშვილი

0
264

“ქართულ ოცნებას” აქვს სააკაშვილის ფობია… ის კადრები იყო გამომქვეყნებლისთვის შეურაცხყოფა და არა სააკაშვილისთვის… რუსეთს მივართვით დასაცინად” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი

როგორც მან  გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას ასახავს, შეურაცხყოფა თავად პენიტენციურისთვის იყო და არა მესამე პრეზიდენტისთვის.

 “სააკაშვილის გასამართლების მორალური და სამართლებრივი საფუძველი ამ სასამართლოს არ გააჩნია.ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისი  გასამართლება დაცინვაა.

ეს საზოგადოების დაცინვაა – ამბობს  გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალზე:

“წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიშას სერიოზული მოწინააღმდეგე, ემოციურადაც არ გიყვართ ეს ადამიანი, გინდათ, რომ დაისაჯოს და თქვენი თავი მიგაჩნიათ მსხვერპლად. რამდენად შეურაცხმყოფელად იგრძნობთ ბოლოს თავს, რომ თქვენ — მსხვერპლი, რომელსაც აი, ეს დემონი თქვენ, მთელ საქართველოს ჩაგრავდა, აღმოჩნდა, რომ პიჯაკების გულისთვისაა გასამართლებული?

“რას მეუბნება   სახელმწიფო – ამ კაცს იმიტომ ვებრძოდი, რომ პიჯაკები იყიდა? — მარგველაშვილი.  მეც ხომ მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი და მიშაში ვხედავდი ძალიან სერიოზულ დამრღვევს ბევრი რაღაცის, რის გამოც  უნდა წავსულიყავი მის წინააღმდეგ და მე რას მეუბნება სახელმწიფო, რომ გიორგი, შენ ამ კაცს ებრძოდი, რატომ? იმიტომ, რომ პიჯაკები იყიდა და ბოტოქსი გაიკეთა?”,

“და კიდევ ჩემთვის შეურაცხმყოფელია სააკაშვილის გასამართლება მურუსიძის სასამართლოს მიერ – სააკაშვილი არის ისეთ კომიკურ ვითარებაში, ასამართლებს სასამართლო, იმ მურუსიძის სასამართლო, რომელიც მასთან ერთადაა ბრალდებული სტრასბურგის განაჩენში…მაგრამ ამაში არის ტრაგიკული ნაწილიც – რასაც შენ შექმნი, რასაც დასთეს, იმას მოიმკი… -” — განაცხადა მარგველაშვილმა. 

წინა სტატია,,სწორად დანახული დინამიკაა” – გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ჩატარდეს შეხვედრა სამი პრეზიდენტის ფორმატში
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – | გარდაიცვალა ერთი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური