„ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს- ჯანმო

0
252

„კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი. მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.

წინა სტატიასაჯარო ბაღები დღეიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ
შემდეგი სტატია,,სწორად დანახული დინამიკაა” – გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ჩატარდეს შეხვედრა სამი პრეზიდენტის ფორმატში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური