მთავარისიახლეებინატო-ს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, თუ საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, საკითხი წინ...

ნატო-ს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, თუ საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, საკითხი წინ წაიწევს – ბლინკენი

Published on

ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღიაა – ამის შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მან რუსეთს კიდევ ერთი გაფრთხილებაც მისცა – თუ ოკუპანტი პუტინი უკრაინაზე იერიშს მიიტანს, დასავლეთს რეაგირება ექნება და აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

“ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის და თუკი ისინი ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვას გააგრძელებენ და საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხი წინ წაიწევს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, ასევე მეც გარკვევით განვუცხადე ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომ მზად ვართ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგან 2014 წელს თავი შევიკავეთ და რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ თუკი რუსეთი განაახლებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ჩვენ რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც”, – აღნიშნა ბლინკენმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...