მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: თავდასხმები ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიაზე ბიძინა ივანიშვილისა და სუს-ისთვის...

მიხეილ სააკაშვილი: თავდასხმები ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიაზე ბიძინა ივანიშვილისა და სუს-ისთვის “სასარგებლო სამსახურია”

Published on

,,კონსოლიდაცია,  მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიმართვაში საუბრობს და  ენმ-ის მიერ 21 დეკემბერს ჩანიშნულ აქციას ეხმაურება. 

მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ 21 დეკემბერს დაანონსებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია და  “ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიაზე თავდასხმები ბიძინა ივანიშვილისა და სუს-ისთვის “სასარგებლო სამსახურია”.

“მე კარგად ვხედავ, რომ სუს -ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და შექმნას განხეთქილების ილუზია. ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია. მათთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ, ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად. ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი”

სააკაშვილის თქმით, ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გაავრცელა. აქცია 18:00 საათზე დაიწყება

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...