მთავარისიახლეებიეკონომიკალომბარდების მსხვილი ქსელი ,,ემ ფინანსი"გაკოტრდა. ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და...

ლომბარდების მსხვილი ქსელი ,,ემ ფინანსი”გაკოტრდა. ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და ძვირფას ნივთებს   ეძებს

Published on

ლომბარდების მსხვილი ქსელი ,,ემ ფინანსი”გაკოტრდა.  პროცენტის გადასახდელად და ოქროს გამოსატანად მისულებს თბილისსა და ქუთაისში ლომბარდები დაკეტილი დახვდათ. ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და ძვირფას ნივთებს  საკრედიტო დაწესებულებებში ეძებს. დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ საქმე თაღლითურ გარიგებასთან ჰქონდეთ.

სალომბარდო ქსელმა  ,,ემ ფინანსი”-მ მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინენები გაუგზავნა, საიდანაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება ,,საქართველოს ბანკმა” გადაიბარა. ამის გამო თბილისსა და ქუთაისში ,,საქართველოს ბანკთან” ათი ათასობით მოქალაქის რიგები დადგა, რომლებიც არკვევდნენ, სად იყო მოთავსებული მათი ძვირფასეულობა. ხოლო ვინც მის ძვირფასეულობას მიაკვლია, ისიც გაარკვია, რომ დროთა განმავლობაში გადახდილი პროცენტები ანულირებულია და ნივთების გამოსატანად სოლიდური თანხა ხდება საჭირო.

,,ოქრო მქონდა დატოვებული ლომბარდში, ისინი გაქცეულან და საქართველოს ბანკში გადაუტქანიათ ოქრო, დარჩენილი მქონდა 90 ლარი, ახლა მეუბნებიან, ის კომპანია გაკოტრდა და 250 ლარი გადაიხადეო. ასე როგორ შეიძლება, ხალხი ისედაც გამწარებულია – აცხადებს ტვ პირველთან ლომბარდის მომხმარებელი. 

 ორგანიზაციას ,,ემ ფინანსი” ყველა ტელეფონი გათიშული აქვს, მათი ოფისები კი დალუქულია.  

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...