,,21-ში დაანონსებულ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალებაც არის” -გიული ალასანია

0
297

ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ  გორის ჰოსპიტალში სააკაშვილი მოინახულა.

დედის პოზიციიდან გამომდინარე მას უმძიმს  შვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა –  “ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც მას მიაყენეს, ძალიან თვალშისაცემია.  უჭირს სიარული, წარმოიდგინეთ, მაგის ნორმალური სიარული მე არ ვიცი, დაფრინავდა, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის, მძიმე  საყურებელია”, — თქვა მან ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

მაგრამ ჩემი შვილი მხნედ არის,21-ში დაანონსებულ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალებაა – განაცხადა გიული ალასანიამ

წინა სტატია,,ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზე, დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა”- ექიმი ნინო შარაშენიძე
შემდეგი სტატიალომბარდების მსხვილი ქსელი ,,ემ ფინანსი”გაკოტრდა. ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და ძვირფას ნივთებს   ეძებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური