,,მას სჭირდება როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება”

0
229

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობაში ჩართული ექიმი, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი  ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს საჭიროებს  როგორც მედიკამენტოზურ, ისე ფსიქოთერაპიულ დახმარებას რეაბილიტაციის გასავლელად. 

როგორც მარინა კურატაშვილმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ აღმოუჩენია.  

“მედიკამენტების დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, თერაპიულის შესაბამისია. გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და სჭირდება დახმარება, როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული” – ამბობს ფსიქიატრი. 

სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტკოვიდური გართულებების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა და მისთვის წამლების დოზის გადამეტებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული კონსილიუმი დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. 

ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში “ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება”

 

წინა სტატიააშშ-ის 5 შტატს მინიმუმ 19-მა ტორნადომ გადაუარა, არის ნგრევა და მსხვერპლი
შემდეგი სტატიადიდი შვიდეული: უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური