აშშ-ის 5 შტატს მინიმუმ 19-მა ტორნადომ გადაუარა, არის ნგრევა და მსხვერპლი

0
231

ამერიკას დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა – შტატებში ილინოისი, მისური, არკანზასი, კენტუკი და ტენესი  არის ნგრევა და მსხვერპლი. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მინიმუმ 19-მა ტორნადომ აშშ-ის 5 შტატს გადაუარა და თითოეულს დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა.

შტატ კენტუკის გუბერნატორის ენდი ბეშირის ინფორმაციით, პარასკევს გვიან ღამით კენტუკის სამხრეთ-დასავლეთში ქარიშხლის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მოვლენის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გადააჭარბებს 50-ს და დაახლოებით 70-დან 100-მდე დაკარგული სიცოცხლე გვექნება“ – განაცხადა ბეშირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 ძლიერმა ქარიშხალმა ილინოისის შტატში კომპანია „Amazon”-ის საწყობიც გაანადგურა და ნანგრევებში 6 ადამიანი დაიღუპა. 

პირველადი გამოძიების მიხედვით, შტატს, სავარაუდოდ, 4-მა ტორნადომ გადაუარა. დაზარალდა შტატის დასავლეთ ნაწილში არსებული 15 ოლქი. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა გრეივის ოლქს, მათ შორის ქალაქ მეიფილდს.

ეს ტორნადოები იმ ძლიერი ქარიშხლების ნაწილია , რომლებიმაც  აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში პარასკევს იჩინა თავი.

წინა სტატია13-15 დეკემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია,,მას სჭირდება როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური