მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, ამის შესახებ მას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უთხრა.

„გზავნილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე, არის ის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ესკალაციას. ვფიქრობ, ეს შესალოა, მცირე და არასაბოლოო, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მასსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა.

„არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის დახმარებით, ჩვენ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა გაგვიჩნდეს”, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 9 დეკემბერს შედგა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...