მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა — სტოლტენბერგი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე

ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა — სტოლტენბერგი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე

Published on

“ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა … მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმებების ნაწილი იყოს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი” – ასე უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას,  რომლის თანახმად რუსეთი “აუცილებლად მიიჩნევს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების — რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, გაუქმებას”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ “რუსეთის უსაფრთხოების დაცვის” მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება და NATO-ს ურთიერთობას უკრაინასთან გადაწყვეტს NATO-ს 30 მოკავშირე და უკრაინა, სხვა არავინ.

,,ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები”, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში 10 დეკემბერს გვიან ღამით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...